სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის ლატვიაში, EKA გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში!

ცხადდება გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის ლატვიაში, EKA გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში!

ორშაბათი, 02 ნოემბერი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე, ლატვიაში, EKA გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში!

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის, ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ლიბერალური განათლების სკოლის, სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ინფორმატიკის პროგრამის აკადემიურ პერსონალს (მათ შორის მოწვეულ ლექტორებსაც);

  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.

დაფინანსება მოიცავს:

  • დღიურად 170 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • 395 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;

საჭირო დოკუმენტაცია:

შერჩევის კრიტერიუმები: 

შესარჩევი პროცესი:

  • კანდიდატების მოკლე სიის შედგენა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).

გზამკვლევი - ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • სამუშაო პერიოდი: 19–23 აპრილი

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 9 ნოემბრის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: ,,EKA, აკადემიური პერსონალი"

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge, marine.razmadze@gau.edu.ge keso.mechurchlishvili@gau.edu.ge.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა