გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის ლატვიაში, EKA გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში!
ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალისთვისევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე, ლატვიაში, EKA გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში - საერთაშორისო სტაფ-ტრენინგის კვირეული 2026: EKA-ს კვლევის კვირეული!
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
· კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის, სამართლის პროგრამის, ინფორმატიკის პროგრამის აკადემიურ პერსონალსა და მედიაპროდუქტებისა და დიზაინში ვიზუალური მეთოდების პროგრამის აკადემიურ პერსონალს. (მათ შორის მოწვეულ ლექტორებსაც);
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- დღიურად 170 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
- 395 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
- სამოტივაციო წერილი;
- ბიომეტრული პასპორტი;
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა - Mobility Agreement Teaching.
შერჩევის კრიტერიუმები:
შესარჩევი პროცესი:
- კანდიდატების მოკლე სიის შედგენა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).
გზამკვლევი - ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
- სამუშაო პერიოდი: 21-25 სექტემბერი
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 2 სექტემბრის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ:,,EKA, აკადემიური პერსონალი"
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტისსაშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge, keso.mechurchlishvili@gau.edu.ge. marine.razmadze@gau.edu.ge