პროექტის მენეჯმენტისა და AGILE მეთოდოლოგიის სასერტიფიკატო კურსის მე-4 ნაკადის დაჯილდოება
ხუთშაბათი, 18 დეკემბერი, 2025
16 დეკემბერს (2025) GAU-ში პროექტების მენეჯმენტისა და AGILE მეთოდოლოგიის მე-4 ნაკადის კურსის დაჯილდოება გაიმართა.
ღონისძიებას კურსის ხელმძღვანელი და ლექტორი ნინო ბარამიძე, ლექტორი ივერი ლოლიჯაშვილი და უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა ნიშნიანიძე უძღვებოდნენ.
სერტიფიკატების მიღებამდე სტუდენტებმა ფინალური პროექტები მოამზადეს და კურსის ლექტორებს პრეზენტაციის სახით წარუდგინეს.
კურსის განმავლობაში მსმენელებს საშუალება მიეცათ შეესწავლათ პროექტების მენეჯმენტის შესავალი, დაგეგმვა და შესრულება, ასევე ბიუჯეტირებისა და მონიტორინგის ეტაპები. გაეცნენ Agile მეთოდოლოგიას, განსხვავებას Waterfall -სა და Agile-ს შორის, ინკრემენტალურ და იტერაციულ მიდგომებს.
GAU ულოცავს კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულებას და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას ვუსურვებთ!