სიახლეები და ღონისძიებები

AI Bootcamp: ნათია დოლიაშვილი "Al Fundamentals"

AI Bootcamp: ნათია დოლიაშვილი "Al Fundamentals"

ოთხშაბათი, 19 მაისი, 2021

აჩვენე კალენდარზე

Al Bootcamp-ის ონლაინ შეხვედრების კვირეული, რომელიც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლისა და GAU-ს Google-ის დეველოპერების სტუდენტური კლუბის ორგანიზებით ხორციელდება, დაიწყო!

19 მაისს (2021) ჩატარდა Al Bootcamp-ის პირველი სესია სახელწოდებით Al Fundamentals, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს ბანკის მონაცემთა მეცნიერი, ნათია დოლიაშვილი.

სესია სახალისო თამაშით გაიხსნა, რომლის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მონაწილეებისთვის.

შეხვედრაზე საუბარი იყო შემდეგ საკითხებზე:

  • რა არის ხელვნური ინტელექტი? 
  • როდის და როგორ დაიწყო Al-ის განვითარება? 
  • რომელია ხელოვნური ინტელექტის ყველაზე პოპულარული ენა და რატომ?
  • რა არის მანქანური სწავლება და როგორია მისი სტანდარტული პროცესები?
  • რა არის Data Exploration
  • და სხვა.

შემდეგი სესია სახელწოდებით “Machine Learning l” გაიმართება 21 მაისს და მას გაუძღვება Optio.Ai-ის მანქანური სწავლების ინჟინერი, გიორგი გონაშვილი.

6 დღიანი ონლაინ კვირეულის ფარგლებში, Bootcampის მონაწილეები შეძლებენ მნიშვნელოვანი ინფორმაციებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას ხელოვნური ინტელექტის/მანქანური სწავლების შესახებ, უცხოელი და ქართველი სპიკერებისგან.

#WeAreGAU #ჩვენვქმნითმომავალს #GAUმომავლისთვის

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა