28 ივნისს, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლას სამეცნიერო ვიზიტით ესტუმრა ბაბეშ-ბოიაის უნივერსიტეტის (კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი) ევროპული კვლევების ფაკულტეტის პროფესორები ლაურა-მარია ჰერტა და დელია პოპ-ფლანჟა.
სტუმრებმა წაიკითხეს საჯარო ლექცია უსაფრთხოების, კრიზისებისა და კომუნიკაციის თემატიკაზე. ასევე, შედგა შეხვედრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანთან პროფ. ზაზა რუხაძესთან, რომელსაც აგრეთვე ესწრებოდა პოლიტიკური მეცნიერებისა და სოციოლოგიის პროფესორი ბაქარ ბერეკაშვილი.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ინსტიტუციებს შორის სამომავლო აკადემიური თანამშრომლების ფორმები და პერსპექტივები.