Basketball Club GAU!

პარასკევი, 13 ოქტომბერი, 2023

აჩვენე კალენდარზე

გადაწყვეტილება, რომელიც ცვლის ოლიმპის განვითარების ისტორიას და განსაზღვრავს ჩვენი გუნდის ცხოვრების ახალ ეტაპს!

ახალი გადაწყვეტილებები, ახალი ხედვა და ახალი თაობა. ცვლილებები, რომლებიც გვჯერა, რომ ჩვენი გუნდის ახალი, დიდი წარმატებებისა და დიდი გამარჯვებების დასაწყისი იქნება

ოლიმპმა მნიშვნელოვანი განვითარებისა და წარმატების ეტაპი გაიარა და ისტორია, რომელიც გუნდმა შექმნა თავდაჯერებულობას გვმატებს და გვავსებს რწმენით, რომ ახალი დასაწყისი კიდევ უფრო შთამბეჭდავ ისტორიას დაწერს

ჩვენ ღირებულებების გარშემო გაერთიანებული გუნდი ვართ და სწორედ ღირებულებები არის ის, რამაც შთაგვაგონა ახალი სტრატეგიული პარტნიორობა ქართულ- ამერიკულ უნივერსიტეტთან, რომელსაც 20 წლიანი წარმატების ისტორია და განვითარების ამბიციური ხედვა აქვს

სწორედ ქართული და ამერიკული ღირებულებების გარშემო გადავწყვიტეთ ოლიმპმა და გაუმ გაერთიანება და ერთიანი ძალებით ქართულ საკალათბურთო სივრცეში კიდევ უფრო მეტი განვითარების და ცვლილებების, ენერგიის შეტანა

დღეიდან ჩვენ სიამაყით ვაცხადებთ, რომ ოლიმპის ღირსეულ მემკვიდრეობას გადაიბარებს გუნდი სახელად გაუ, ახალი თაობით, ახალი ხედვებითა და ახალი გადაწყვეტილებებით ჩვენ დავწერთ გამარჯვებების ახალ ისტორიას და ქართულ კალათბურთს კიდევ უფრო სანახაობრივს, დინამიურს და გამორჩეულს გავხდით

ჩვენო გულშემატკივრებო, მადლობა ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის. სწორედ თქვენგან მოცემული მოტივაციით გადავწყვიტეთ ეს დიდი ცვლილებები და გვჯერა რომ წინ თქვენთვის და ქართული კალათბურთის განვითარებისთვის, ისევ თქვენთან ერთად, კიდევ არაერთ გამბედავ გადაწყვეტილებას მივიღებთ და უკვე გაუს გამარჯვებებით შევქმნით წარმატების ახალ ერას.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა