სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება გაცვლითი პროგრამა ბიზნესის აკადემიური პერსონალის და GAU-ს ადმინისტრაციული პერსონალისთვის სლოვენიაში, ლუბლიანას ბიზნეს სკოლაში!

ცხადდება გაცვლითი პროგრამა ბიზნესის აკადემიური პერსონალის და GAU-ს ადმინისტრაციული პერსონალისთვის სლოვენიაში, ლუბლიანას ბიზნეს სკოლაში!

ორშაბათი, 16 ნოემბერი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ გაცვლით მობილობაზე სლოვენიაში, ლუბლიანას ბიზნეს სკოლაში (LSB). კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბიზნესის სკოლის აკადემიურ პერსონალს, ბიზნესის მოწვეულ ლექტორებს და ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის აკადემიურ პერსონალს, მოწვეულ ლექტორებს და ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს.
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

დაფინანსება მოიცავს:

  • 170 ევრო დღიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად.
  • 395 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი აკადემიური პერსონალისთვის:

  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • გაუ-ში დასაქმების ცნობა;
  • ბიომეტრული პასპორტი;
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა

Mobility Agreement Training

Mobility agreement (teaching)

გზამკვლევი - ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის

შერჩევის კრიტერიუმები: 

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 7 დღე

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 24 ნოემბრის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: ლუბლიანას ბიზნეს სკოლა, აკადემიური ან ადმინისტრაციული პერსონალი.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:marine.razmadze@gau.edu.ge; nini.palavandishvili@gau.edu.ge, keso.mechurchlishvili@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა