სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება გაცვლითი პროგრამა პოლონეთში, კელცეს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში!

ცხადდება გაცვლითი პროგრამა პოლონეთში, კელცეს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში!

ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე პოლონეთში, კელცეს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში! პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში პოლონეთში (2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში).

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აიტის პროგრამის II, III, IV, V და VI სემესტრის სტუდენტებს;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა, რაც შემოწმდება გასაუბრებით;
  • „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

დაფინანსება მოიცავს:

  • უფასო სწავლა;
  • 800 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად.
  • 395 ევრო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
  • შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

  • ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი, ან GAU-ში გავლილი საგნის, მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი);
  • სასწავლო ხელშეკრულება შევსებული (შევსების ინსტრუქცია იხილეთ გზამკვლევი ქართველი სტუდენტებისთვის).
  • კურსების კატალოგი: Subjects to study | Erasmus+

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა (მიმღები უნივერსიტეტი);

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისთვის.

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • 2026-2027 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 26 ოქტომბრის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: კელცეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: keso.mechurchlishvili@gau.edu.ge nini.palavandishvili@gau.edu.ge marine.razmadze@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა