სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება მოკლე ვადიანი გაცვლითი პროგრამა თურქეთში, ექიშეჰირის ტექნიკურ უნივერსიტეტში!

ცხადდება მოკლე ვადიანი გაცვლითი პროგრამა თურქეთში, ექიშეჰირის ტექნიკურ უნივერსიტეტში!

ოთხშაბათი, 18 თებერვალი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუსპროგრამაზე თურქეთშიექიშეჰირის ტექნიკურ უნივერსიტეტში

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკისპროგრამის აკადემიურ პერსონალს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • GAU-ს ინფორმატიკის პროგრამის აკადემიური პერსონალი;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

 დაფინანსება მოიცავს:

  • დღიურად 140 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად (900 ევრო 5 დღის განმავლობაში);
  • 275 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;

საჭირო დოკუმენტაცია:

  • CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე; 
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
  • ბიომეტრული პასპორტი; 
  • ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე);
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა. (Mobility agreement (teaching);

შერჩევის კრიტერიუმები:

  • GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის.
  • აპლიკანტები შეფასდებიან საბაზისო ქულით (+30), რომელსაც ემატება უცხო ენის ქულის 20% (არსებობისშემთხვევაში). Erasmus+ პერსონალის მობილობის პროგრამაში პირველად მონაწილე თანამშრომლებიიღებენ +10 ქულას, ხოლო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თითოეული წინა მონაწილეობისათვისაკლდებათ −5 ქულა; დამატებით +5 ქულა ენიჭებათ იმ დეპარტამენტების/ერთეულების თანამშრომლებს, რომლებიც ადრე არ მონაწილეობდნენ პროგრამაში. −5 ქულა აკლდება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტისაკუთარ მოქალაქეობის ქვეყანაში სწავლებისათვის განაცხადს წარადგენს. დამატებითი ქულები: +5 დოკუმენტურად დადასტურებული შშმ სტატუსისათვის და +5 ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულაქტივობაში მიღების/მოწვევის წერილის წარმოდგენის შემთხვევაში.

 თანაბარი ქულების შემთხვევაშიუპირატესობა ენიჭება:

  1. უფრო ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილების მქონე თანამშრომლებს;
  2. ნაკლები რაოდენობის წინა Erasmus+ მობილობის მქონე თანამშრომლებს;
  3. იმ ერთეულებს, რომლებსაც ბოლო ორი აკადემიური წლის განმავლობაში ნაკლები მობილობა ჰქონდათ(მიმდინარე განაცხადის წლის გამოკლებით).

 შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).

ხანგრძლივობა 

  • 13-17 აპრილი, 2026

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 6 მარტის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციოდოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულმისამართზე: exchange@gau.edu.ge

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: ექიშეჰირის ტექნიკური უნივერსიტეტი, აკადემიური სტაფი

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: keso.mechurchlishvili@gau.edu.ge nini.palavandishvili@gau.edu.ge 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა