
ცხადდება გაცვლითი პროგრამა თურქეთში, ესქიშეჰირის ტექნიკურ უნივერსიტეტში!
პარასკევი, 02 მაისი, 2025
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე თურქეთში, ესქიშეჰირის ტექნიკურ უნივერსიტეტში. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში ესქიშეჰირში (2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში).
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ GAU-ს ინფორმატიკის პროგრამის ბაკალავრიატის საფეხურის II, III, IV, V და VI სემესტრის სტუდენტებსა და ამავე პროგრამის მაგისტრის საფეხურის I და II სემესტრის სტუდენტებს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან თურქული ენის B2 დონეზე ცოდნა, რაც შემოწმდება გასაუბრებით;
- „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.
დაფინანსება მოიცავს:
- უფასო სწავლა;
- 800 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
- 275 ევროს ოდენობის მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება. Green travel მეთოდების გამოყენების შემთხვევაში, ანაზღაურება შეადგენს 325 ევროს.
- შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი, ან GAU-ში გავლილი საგნის, მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი);
- სასწავლო ხელშეკრულება შევსებული (შევსების ინსტრუქცია იხილეთ გზამკვლევი ქართველი სტუდენტებისთვის)
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
სტუდენტების შერჩევა განხორციელდება 100-ქულიანი სისტემის მიხედვით, რომელიც გამოითვლება შემდეგი ფორმულით: GPA-ის 50% + უცხოური ენის ქულის 50%. დამატებითი ინფორმაცია: +10 ქულა დაემატება დოკუმენტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებს, ხოლო -10 ქულა დააკლდება მსგავს Erasmus+ აქტივობებში მონაწილე პირებს, მშობლიურ ქვეყანაში ჩატარებულ მობილობებში მონაწილე პირებს, მათ, ვინც შეტყობინების გარეშე მობილობაზე უარს განაცხადებენ, ან ერთდროულად მრავალ მობილობაზე აკეთებენ განაცხადს. აუცილებელ შეხვედრებსა და ტრენინგებზე დაუსწრებლობის შემთხვევაში, კანდიდატს მომდევნო აპლიკაციაში -10 ქულა დააკლდება.
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
- 2025-2026 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 16 მაისის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: Eskişehir Technical University, Bachelor/Master
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge
keso.mechurchlishvili@gau.edu.ge