ცხადდება გაცვლითი პროგრამა იტალიაში, ტერამოს უნივერსიტეტში!
შაბათი, 18 აპრილი, 2026
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე, იტალიაში, ტერამოს უნივერსიტეტში!
პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში!
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
● კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ასევე სამართლის საბაკალავრო პროგრამების მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს.
● აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის ან იტალიური ენის B2 დონეზე ცოდნა (რომელიც შემოწმდება გასაუბრების შედეგად).
● „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.
დაფინანსება მოიცავს:
● უფასო სწავლა;
● 900 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
● 395 ევროს ოდენობით მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
● შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:
● CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა).
● პასპორტის ასლი;
● ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
● უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
● ინგლისური ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი, ან GAU-ში გავლილი საგნის - ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი);
● Learning Agreement (გაეცანით: გზამკვლევი ქართველი სტუდენტებისთვის);
● საგნების კატალოგი: https://unite.coursecatalogue.cineca.it/
● დეკანის რეკომენდაცია
შესარჩევი პროცესი:
● დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
● გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
● დოკუმენტების განხილვა/ სტიპენდიის მინიჭება (ტერამოს უნივერსიტეტი).
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
● 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 1 მაისის აპრილის 17:00 საათამდე. გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge
● გთხოვთ, მეილის სათაურად აუცილებლად მიუთითოთ: ტერამოს უნივერსიტეტი!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge ; keso.mechurchlishvili@gau.edu.ge; marine.razmadze@gau.edu.ge