სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის სლოვენიაში, ლუბლიანას ბიზნეს სკოლაში!

ცხადდება გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის სლოვენიაში, ლუბლიანას ბიზნეს სკოლაში!

პარასკევი, 12 სექტემბერი, 2025

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერდაფინანსებულ ერასმუსგრძელვადიან სასწავლო გაცვლით მობილობაზე სლოვენიაშილუბლიანასბიზნეს სკოლაში (LSB). კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბიზნესის სკოლის აკადემიურ პერსონალს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • GAU-ს ბიზნეს სკოლის აკადემიური პერსონალი;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის C1 დონეზე ცოდნა, რომელიც შემოწმდება გასაუბრებით; 

დაფინანსება მოიცავს:

  • გრძელვადიანი მობილობა ანაზღაურდება დაახლოებით 3500 ევროს ოდენობით. თანხა განკუთვნილია 3-4 კვირიანი მობილობის დროს მგზავრობის, დაბინავებისა, კვების ხარჯებისა და ყოველდღიურისაჭიროების ხარჯების ასანაზღაურებლად;

მობილობის ფორმატი:

შერჩეულ პროფესორს შესაძლებლობა ექნება გაზაფხულის პერიოდში 3-4 კვირის განმავლობაშილუბლიანას ბიზნეს სკოლაში ჩაატაროს ლექციები.

საჭირო დოკუმენტაცია:

  • პასპორტის ასლი;
  •  ევროპასის ფორმატის CV პროფესიული გამოცდილებისა და პუბლიკაციების მითითებით;
  • კონკრეტულ აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა;
  • მოკლე სამოტივაციო წერილი (1–2 აბზაცი);
  • საგნების სია, რომელსაც პროფესორი ასწავლის გაუ-ში;
  • პოტენციური კურსების სია, რომელსაც კანდიდატი შეძლებს ჩაატაროს B2 LSB-ში – აღნიშნულიკურსები უნდა იყოს B2 LSB-ის რეგულარული საბაკალავრო პროგრამების ნაწილი. ყველა კურსიხელმისაწვდომია შემდეგ ვებსაიტზე: https://www.vspv.si/en/undergraduate-studies

შერჩეის კრიტერიუმები

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი);
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (მიმღები უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 17 სექტემბრის, 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: ლუბლიანას ბიზნეს სკოლა, აკადემიური პერსონალი.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა