სიახლეები და ღონისძიებები

გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის სლოვენიაში, ლუბლიანას ბიზნეს სკოლაში!

გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის სლოვენიაში, ლუბლიანას ბიზნეს სკოლაში!

ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ გაცვლით მობილობაზე სლოვენიაში, ლუბლიანას ბიზნეს სკოლაში (LSB). კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბიზნესის სკოლის აკადემიურ პერსონალს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • GAU-ს ბიზნეს სკოლის აკადემიური პერსონალი;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის C1 დონეზე ცოდნა, რომელიც შემოწმდება გასაუბრებით;

დაფინანსება მოიცავს:

  • გრძელვადიანი მობილობა ანაზღაურდება დაახლოებით 3500 ევროს ოდენობით. თანხა განკუთვნილია 3-4 კვირიანი მობილობის დროს მგზავრობის, დაბინავებისა, კვების ხარჯებისა და ყოველდღიურისაჭიროების ხარჯების ასანაზღაურებლად;

საჭირო დოკუმენტაცია:

  • პასპორტის ასლი;
  • ევროპასის ფორმატის CV პროფესიული გამოცდილებისა და პუბლიკაციების მითითებით;
  • კონკრეტულ აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა;
  • მოკლე სამოტივაციო წერილი (1–2 აბზაცი);
  • საგნების სია, რომელსაც პროფესორი ასწავლის გაუ-ში;
  • პოტენციური კურსების სია, რომელსაც კანდიდატი შეძლებს ჩაატაროს B2 LSB-ში – აღნიშნულიკურსები უნდა იყოს B2 LSB-ის რეგულარული საბაკალავრო პროგრამების ნაწილი. ყველა კურსიხელმისაწვდომია შემდეგ ვებსაიტზე: https://www.vspv.si/en/undergraduate-studies

აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეკრულების შაბლონი

გზამკვლევი - ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის 

შერჩევის კრიტერიუმები

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

· 3-4 კვირიანი მობილობა

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 2 სექტემბრის, 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: ლუბლიანას ბიზნეს სკოლააკადემიური პერსონალი.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge, keso.mechurchlishvili@gau.edu.gemarine.razmadze@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა