სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება გაცვლითი პროგრამა ფინეთში, ტამპერეს უნივერსიტეტში!

ცხადდება გაცვლითი პროგრამა ფინეთში, ტამპერეს უნივერსიტეტში!

ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს გაცვლით ფინეთში, ტამპერეს უნივერსიტეტის პორის  კონსორციუმში! პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში (2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში)

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლების საბაკალავრო პროგრამის, II, III, IV, V და VI სემესტრის, ასევე სამაგისტრო პროგრამის II და III სემესტრის სტუდენტებს;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

დაფინანსება მოიცავს:

  • უფასო სწავლა;
  • 900 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • 360 ევროს ფარგლებში მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
  • შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა).
  • პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი, ან GAU-ში გავლილი საგნის - ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი).
  • Learning Agreement (გაეცანით: გზამკვლევი ქართველი სტუდენტებისთვის).

შესარჩევი პროცესი:

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • 2025-2026 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 4 მარტის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: Tampere University, Pori Consortium

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge keso.mechurchlishvili@gau.edu.ge 

 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა