სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება გაცვლითი პროგრამა ესპანეთში, ხაენის უნივერსიტეტში!

ცხადდება გაცვლითი პროგრამა ესპანეთში, ხაენის უნივერსიტეტში!

ოთხშაბათი, 26 მარტი, 2025

აჩვენე კალენდარზე

ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუსპროგრამაზე ესპანეთშიხაენის უნივერსიტეტშიპროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში ესპანეთში (2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში).

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართლის საბაკალავრო პროგრამის II, III, IV, V და VI სემესტრის სტუდენტებს და სამართლის სამაგისტრო პროგრამის I და II სემესტრის სტუდენტებს;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან ესპანური ენების B2 დონეზე ცოდნა;
  • „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

დაფინანსება მოიცავს:

  • უფასო სწავლა;
  • 850 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • 1188 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

  • პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი, ან GAU-ში გავლილი საგნის, მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი);
  • ესპანური ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერთიფიკატი, GAU-ს ესპანური ენისა და კულტურის ცენტრ "იბერიას" ან GAU-ში გავლილი საგნის მინიმუმ A2 დონის სერტიფიკატი). ინგლისური ენის სერტიფიკატის წარდგენის შემთხვევაში, არ არის სავალდებულო ესპანური ენის სერტიფიკატი (ესპანური ენის სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად).
  • Learning Agreement (გაეცანით: გზამკვლევი ქართველი სტუდენტებისთვის);
  • დეკანის სარეკომენდაციო წერილი.

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • კანდიდატის შერჩევა (მიმღები უნივერსიტეტი)

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისთვის

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • 2025 წლის შემოდგომის სემესტრი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 4 აპრილის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: University of Jaen, Bachelor (ან Master)

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge; keso.mechurchlishvili@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა