სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება გაცვლითი პროგრამა ამერიკაში, სამხრეთ იუტას უნივერსიტეტში!

ცხადდება გაცვლითი პროგრამა ამერიკაში, სამხრეთ იუტას უნივერსიტეტში!

ორშაბათი, 09 მარტი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ამერიკაშისამხრეთ იუტას უნივერსიტეტში! წარმატებულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ სწავლის საფასურის გარეშე აშშ-ში ერთი სემესტრის განმავლობაში (2026–2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში).

მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამისსტუდენტებს, რომლებმაც არიან II, III, IV, V ან VI სემესტრი;
  • აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონე;
  • ჯიპიეის მინიმალური ზღვარი 3.0
  • უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოსკანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამისმონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტიმშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველასემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასურიქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

დაფინანსება მოიცავს:

  • უფასო სწავლა;
  • დაბინავებისა და კვების ხარჯებს სტუდენტი თავად ანაზღაურებს;
  • მგზავრობის ხარჯებს სტუდენტი თავად ანაზღაურებს;
  • შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • მოქმედი პასპორტის ასლი;
  • სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი წერილი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურად);
  • ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურად);
  • ინგლისური ენის დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (TOEFL iBT – მინიმუმ 71 ან IELTS – მინიმუმ 6.0). იმშემთხვევაში, თუ სტუდენტი არ წარადგენს ენის ტესტის ქულას, საჭიროა GAU-ში გავლილი საგნის - ინგლისურიენის მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი).

შენიშვნა:

პროგრამაში შერჩეულმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ J კატეგორიის ვიზის აღება.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.suu.edu/iss/immigrationdocuments.html

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (სამხრეთ იუტას უნივერსიტეტი).

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისთვის

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 17 მარტის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციოდოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულმისამართზე: exchange@gau.edu.ge

  • გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: სამხრეთ იუტას უნივერსიტეტი

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge keso.mechurchlishvili@gau.edu.ge 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა