სიახლეები და ღონისძიებები

უნივერსიტეტები გზაგასაყარზე: აკადემიური თავისუფლება ცვალებად მსოფლიოში

უნივერსიტეტები გზაგასაყარზე: აკადემიური თავისუფლება ცვალებად მსოფლიოში

ორშაბათი, 07 ნოემბერი, 2022

აჩვენე კალენდარზე

2022 წლის 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის, ვაშინგტონის (აშშ) სოციალური კვლევების დამოუკიდებელი ცენტრის და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ვუმასპინძლეთ საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით, Universities at the Crossroads: Academic Freedom in a Changing World. 

კონფერენცია თავისი შინაარსით და ფორმით წარმომადგნელობითი გახლდათ და მასში  მონაწილეობა მიიღო 40-ზე მეტმა საერთაშორისო მკვლევარმა და მეცნიერმა, რომლებმაც აუდიტორიის წინაშე წარადგინეს მოხსენებები თანამედროვე მსოფლიოში აკადემიური თავისუფლების შესახებ, საკითხი განხილული იყო სხვადასხვა პერსპექტივიდან და კონტექსტებიდან. კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აკადემიურ თავისუფლებაზე პოსტსაბჭოთა სივრცეში.    

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლა მადლობას უხდის ვაშინგტონის სოციალური კვლევების დამოუკიდებელ ცენტრსა და ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტს უმაღლესი განათლების სფეროში წარმატებული პარტნიორობისთვის.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა