სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ში კონფერენცია „მიღწევები რეპროდუქციულ სისტემაში“ გაიმართა

GAU-ში კონფერენცია „მიღწევები რეპროდუქციულ სისტემაში“ გაიმართა

ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, საქართველოს ახალგაზრდა მედიკოსთა ასოციაციის (GYHA) ორგანიზებით, რიგით მეოთხე კონფერენცია „მიღწევები რეპროდუქციულ სისტემაში“ გაიმართა.

სამეცნიერო ფორუმის მთავარი თემა რეპროდუქციულ მედიცინაში არსებული თანამედროვე მიღწევები, ინოვაციური მიდგომები და უახლესი კვლევები იყო. ღონისძიებამ ერთ სივრცეში გააერთიანა დარგის წამყვანი სპეციალისტები, ახალგაზრდა მკვლევრები და მედიცინით დაინტერესებული სტუდენტები.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა აუდიტორიას მრავალფეროვანი და აქტუალური თემების შესახებ მოხსენებები წარუდგინეს, რაც რეპროდუქციული მედიცინის სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევებისა და განვითარების ტენდენციების უკეთ გააზრებას შეუწყო ხელი.

ღონისძიება პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და სამეცნიერო დისკუსიების მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა, რომელმაც მონაწილეებს ცოდნის გაღრმავებისა და პროფესიული კავშირების გაფართოების შესაძლებლობა მისცა.

კონფერენციის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა დასწრების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა