გარემოს დღესთან დაკავშირებით დენდი ნეიროქირურგიული ორგანიზაცია გახდა დელეგატი და ჩაატარა კონფერენცია "ჩვენი დედამიწა, ჩვენი სახლი!". ბატონმა ნუგზარ ბუაჩიძემ (ქიმიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მეტეოროლოგიის ინსტიტუტი) წარადგინა კვლევა "ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა თბილისში", ხოლო ქალბატონმა ხათუნა ჩიკვილაძემ (გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მრჩეველი) ჩაატარა ნარჩენების კლასიფიკაციისა და გადამუშავების მასტერკლასი. ყველა მონაწილეს გადაეცა ონლაინ სერტიფიკატი.