28 მაისს (2021) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლისა და GAU-ს გუგლის დეველოპერების სტუდენტური კლუბის ორგანიზებით მორიგი საინტერესო შეხვედრა ჩატარდა, სახელწოდებით: Corporate VS Startup.
სესიას უძღვებოდა Eddie Kong, Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი.
Eddieმ ჩვენს სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება GAUზიარა, რომელიც წლების განმავლობაში დაუგროვდა. წარსულში Eddie მუშაობდა სტარტაპისთვის - საკონსულტაციო სააგენტოში, დღეს კი აქვს საკუთარი წარმატებული სტარტაპი.
შეხვედრაზე საუბარი იყო სტარტაპის წამოწყების და მისი იმპლემენტაციის შესახებ.