29 ოქტომბერს Google დეველოპერების სტუდენტური კლუბების თანაორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, DevFest Georgia 2022 ჩატარდა. დეველოპერების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალი პირველად გაიმართა თბილისს გარეთ, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ორგანიზატორებს შორის იყო GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის სტუდენტი, GAU-ში არსებული GDSC-ის ლიდი, მარიამ ზენაიშვილი.
ფესტივალის ფარგლებში, დარგის ექსპერტებმა Google ტექნოლოგიები, ტექ სტარტაპის მართვასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა საინტერესო ტექნოლოგიური საკითხები განიხილეს.
ღონისძიებამ 11 სპიკერსა და 350-ზე მეტ დამსწრეს უმასპინძლა. მათ შორის იყვნენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის სტუდენტები, რომელთა ტრანსპორტირება GAU-მ უზრუნველყო.