ინტერიერის დიზაინის მე-19 ნაკადის გამოსაშვები და გადაწყვეტილებები, რომლებმაც ათეულობით სტუდენტის პროფესიული მომავალი განსაზღვრა.
ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2024
ინტერიერის დიზაინის შემოდგომის სასერტიფიკატო კურსის მე-19 ნაკადის გამოსაშვები საღამო 8 აპრილს გაიმართა (2024).
კურსდამთავრებულების საგამოცდო ნამუშევრებისა და დიპლომების გადაცემის მთავარ ნაწილს კურსის ლექტორები, უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა ნიშნიანიძე და GAU-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი ესწრებოდნენ.
„ლექტორის კარგი და გასაგები გადმოცემის უნარი. ვორქშოპებით დატვირთული ლექციები, კითხვა-პასუხის რეჟიმი, ორგანიზებულობა და დისციპლინა, საუკეთესო ლექტორი - ამ ყველაფერმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა - განაცხადა ინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებულმა.