ცხადდება გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის თურქეთში, ქუთაჰია დუმლუპინარის უნივერსიტეტში!
ორშაბათი, 24 მარტი, 2025
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე თურქეთში, ქუთაჰია დუმლუპინარის უნივერსიტეტში. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებასა და საერთაშორისო სტაფ კვირეულში მონაწილეობის მიღებას.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს;
 - აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
 
დაფინანსება მოიცავს:
- 149 ევრო დღიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
 - 309 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად.
 
შერჩევის კრიტერიუმები:
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი ადმინისტრაციული პერსონალისთვის:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
 - ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
 - სამოტივაციო წერილი;
 - მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა;
 
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
 - დოკუმენტების განხილვა და დაფინანსების მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).
 
ხანგრძლივობა:
- საერთაშორისო სტაფ კვირეულის თარიღებია 12-16 მაისი;
 - 2 დღე მგზავრობისთვის.
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 27 მარტის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში ) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: “ქუთაჰია დუმლუპინარის უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული პერსონალი“.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge, keso.mechurchlishvili@gau.edu.ge