ცხადდება გაცვლითი პროგრამა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ირლანდიაში, დუბლინის ტრინიტის კოლეჯში!
პარასკევი, 20 ნოემბერი, 2026
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე ირლანდიაში, დუბლინის ტრინიტის კოლეჯში!
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- GAU-ს ბიზნესისა და აიტის სკოლების აკადემიური პერსონალი და GAU-ს ადმინისტრაციული პერსონალი;
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- დღიურად 190 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
- 580 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
- შერჩეულმა კანდიდატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები;
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
- ბიომეტრული პასპორტი;
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
- ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე);
ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალის მობილობის ხელშეკრულების შაბლონი
აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეკრულების შაბლონი
გზამკვლევი - ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის
შერჩების კრიტერიუმები:
- GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე აკადემიური პერსონალისათვის
- GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალისათვის
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
- 2027 წლის გაზაფხულის სემესტრი-25-29 იანვარი (დამატებით 2 დღე მგზავრობისთვის)
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 30 ნოემბრის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: დუბლინის ტრინიტის კოლეჯი, აკადემიური ან ადმინისტრაციული სტაფი!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: keso.mechurchlishvili@gau.edu.ge; nini.palavandishvili@gau.edu.ge; marine.razmadze@gau.edu.ge