სიახლეები და ღონისძიებები

გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის კვიპროსში, კვიპროსის ღია უნივერსიტეტში!

გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის კვიპროსში, კვიპროსის ღია უნივერსიტეტში!

ორშაბათი, 07 სექტემბერი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე, აკადემიურიპერსონალისთვის კვიპროსშიკვიპროსის ღია უნივერსიტეტში!

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია დიპლომატიის პროგრამის აკადემიურ პერსონალს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • GAU-ს დიპლომატიის პროგრამის აკადემიური პერსონალი;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

დაფინანსება მოიცავს:

· დღიურად 170 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად.

· 309 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;

საჭირო დოკუმენტაცია:

  • CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
  • ბიომეტრული პასპორტი;
  • ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე);
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.

Mobility agreement (teaching);

შერჩების კრიტერიუმები:

GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტების განხილვა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).
  • სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი)

ხანგრძლივობა - 7 დღე, 2026 წელი

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 14 სექტემბრის 17:00 საათამდე გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: „კვიპროსის ღია უნივერსიტეტი-აკადემიური პერსონალი“

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: keso.mechurchlishvili@gau.edu.ge nini.palavandishvili@gau.edu.ge: marine.razmadze@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა