ცხადდება გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის დანიაში, საერთაშორისო ბიზნესის აკადემიაში (IBA)!
სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2026
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე დანიაში, საერთაშორისო ბიზნესის აკადემიაში (IBA)!
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- GAU-ს აკადემიური პერსონალი;
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- დღიურად 190 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
- 395 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა;
- ბიომეტრული პასპორტი;
- ინგლისური/იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
- ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე);
- სხვა სერთიფიკატები;
- ერთკვირიანი საერთაშორისო კვირეულის / შერეული ინტენსიური პროგრამის (BIP) შემუშავებით დაინტერესებულ აკადემიურმა პერსონალმა უნდა წარმოადგინონ სასწავლო პროგრამა და შემოთავაზებული პროგრამის მოკლე კონცეფცია. თემატური მიმართულებებისა და წარდგენის მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ დოკუმენტს.
შერჩების კრიტერიუმები:
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
2027 წლის გაზაფხულის სემესტრი- 7 დღე
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 2 ნოემბრის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის საერთაშორისო ბიზნესის აკადემიაში (IBA)!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge; keso.mechurchlishvili@gau.edu.ge; marine.razmadze@gau.edu.ge