გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის პოლონეთში, კელცეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტში
პარასკევი, 18 სექტემბერი, 2026
ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე პოლონეთში, კელცეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ინფორმატიკის პროგრამის აკადემიურ პერსონალს.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- GAU-ს აკადემიურ პერსონალს;
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- დღიურად 140 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
- 395 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა;
- ბიომეტრული პასპორტი;
- ინგლისური/იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
- სხვა სერთიფიკატები;
შერჩების კრიტერიუმები:
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 28 სექტემბრის, 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: კელცეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, აკადემიური პერსონალი"
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge; keso.mechurchlishvili@gau.edu.ge; marine.razmadze@gau.edu.ge