ცხადდება გაცვლითი პროგრამა სამართლის პროგრამის აკადემიური და GAU-ს ადმინისტრაციული პერსონალისთვის მურსიას უნივერსიტეტში, ესპანეთი!
სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2026
სამართლის პროგრამის აკადემიური პერსონალისთვის და გაუს ადმინისტრაციული პერსონალისთვის ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე, მურსიას უნივერსიტეტში, ესპანეთი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია GAU-ს სამართლის აკადემიურს და GAU-ს ადმინისტრაციულ პერსონალს.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- GAU-ს სამართლის აკადემიურ და GAU-ს ადმინისტრაციულ პერსონალს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- დღიურად 160 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად.
- 580 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
- სამოტივაციო წერილი
- ბიომეტრული პასპორტი;
- პასპორტის ფოტო
- ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე);
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.
Mobility agreement (teaching);
შერჩების კრიტერიუმები:
- GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის
- GAU- ს შერჩევის კრიტერიუმები ადმინისტრაციული პერსონალისთვის
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).
- ხანგრძლივობა - 7 დღე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 3 ნოემბრის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: "მურსიას უნივერსიტეტი, აკადემიური ან ადმინისტრაციული პერსონალი"
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge; keso.mechurchlishvili@gau.edu.ge; marine.razmadze@gau.edu.ge