სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება გაცვლითი პროგრამა ფინეთში, ტამპერეს უნივერსიტეტის პორის კონსორციუმში

ცხადდება გაცვლითი პროგრამა ფინეთში, ტამპერეს უნივერსიტეტის პორის კონსორციუმში

ოთხშაბათი, 20 მაისი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე GAU-ს ადმინისტრაციული და როგორც ბიზნესის ასევე ინფორმატიკის აკადემიური პერსონალისთვის, ფინეთში, ტამპერეს უნივერსიტეტის პორის კონსორციუმში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ, ბიზნესის და ინფორმატიკის აკადემიურ პერსონალს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • GAU-ს ადმინისტრაციული ან ბიზნესისა და ინფორმატიკის აკადემიური პერსონალი;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.

დაფინანსება მოიცავს:

  • დღიურად 180 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად.
  • 360 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;

საჭირო დოკუმენტაცია:

  • CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
  • ბიომეტრული პასპორტი;
  • ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე);
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.

Mobility Agreement Training

Mobility agreement (teaching)

შერჩების კრიტერიუმები:

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტების განხილვა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).
  • სტიპენდიის მინიჭება (ტამპერეს უნივერსიტეტის პორის კონსორციუმი)
  • ხანგრძლივობა - 7 დღე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 26 მაისის, 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე, PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: "ტამპერეს უნივერსიტეტის პორის კონსორციუმიადმინისტრაციული და ბიზნესის ან ინფორმატიკის აკადემიური პერსონალი"

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: keso.mechurchlishvili@gau.edu.ge Nini.palavandishvili@gau.edu.ge marine.razmadze@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა