ცხადდება გაცვლითი პროგრამა ესპანეთში, სევილიის უნივერსიტეტში!
ოთხშაბათი, 04 თებერვალი, 2026
ადმინისტრაციული პერსონალისთვის ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე ესპანეთში, სევილიის უნივერსიტეტში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- GAU-ს ადმინისტრაციული პერსონალი;
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- დღიურად 170 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად.
- 1188 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
- ბიომეტრული პასპორტი;
- ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე);
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.
Mobility agreement (training);
შერჩების კრიტერიუმები:
GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე ადმინისტრაციული პერსონალისათვის
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).
- ხანგრძლივობა - 7 დღე.
გზამკვლევი - ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 11 თებერვლის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთსააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულმისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: სევილიის უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული პერსონალი
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: keso.mechurchlishvili@gau.edu.ge