სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის, იტალიაში, ლაკვილას უნივერსიტეტში!

ცხადდება გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის, იტალიაში, ლაკვილას უნივერსიტეტში!

შაბათი, 18 აპრილი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+პროგრამაზე, იტალიაში, ლაკვილას უნივერსიტეტში!

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს.
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან იტალიური ენების B2 დონეზე ცოდნა.

დაფინანსება მოიცავს:

  • 160 ევრო დღიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად
  • 275 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად

შერჩევის კრიტერიუმები:

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

  • CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე
  • ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა (Mobility Agreement Training);
  • დამატებითი სერთიფიკატები (არსებობის შემთხვევაში).

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა და დაფინანსების მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).

გზამკვლევი - ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის 

ხანგრძლივობა:

7-დან 12 დღემდე (მობილობა უნდა განხორციელდეს ივლისის ბოლომდე).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 23 აპრილის 17:00 საათამდე, გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: "ლაკვილას უნივერსიტეტიადმინისტრაციული პერსონალი"

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.gekeso.mechurchlishvili@gau,edu.ge; marine.razmadze@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა