გაცვლითი პროგრამა ჯისენის ქალთა უნივერსიტეტში, იაპონიაში!
ოთხშაბათი, 25 სექტემბერი, 2024
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს გაცვლით პროგრამაზე, ჯისენის ქალთა უნივერსიტეტში, იაპონიაში. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს ისწავლოს ჯისენის უნივერსიტეტის შიდა სტიპენდიით ერთი სემესტრის განმავლობაში (2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში).
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის საბაკალავრო პროგრამის, ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამის, ინფორმატიკისა და ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს. ასევე ბიზნეს სკოლისა და ინფორმატიკის სკოლის მაგისტრატურის მეორე და მესამე სემესტრის სტუდენტებს.
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა, რაც შემოწმდება გასაუბრების შედეგად (საერთაშორისო სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად).
- „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში
მონაწილეობის პირობები:
- სწავლა უფასოდ ერთი აკადემიური სემესტრის განმავლობაში;
- შერჩეული სტუდენტი თავისუფლდება ჯისენის ქალთა უნივერსიტეტის საცხოვრებლის გადასახადისგან;
- შერჩეული სტუდენტი ერთჯერადად ისარგებლებს ჯისენის ქალთა უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი 100,000 იენის ოდენობის შიდა გრანტით.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- არსებობის შემთხვევაში ინგლისური ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი - TOEFL iBT 61, IELTS 6.0, CEFR B2) ან შესაბამის დონეზე ენის ცოდნის ოფიციალური წერილი უნივერსიტეტისგან;
- სარეკომენდაციო წერილი.
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- კანდიდატურის არჩევა (მიმღები უნივერსიტეტი - Jissen Women’s University).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 30 სექტემბერის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: Jissen Women’s University
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge ; ana.zanqaidze@gau.edu.ge