
ცხადდება გაცვლითი პროგრამა რუმინეთში, ეროვნული მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი -პოლიტექნიკა ბუქარესტი, პიტეშტის უნივერსიტეტის ცენტრში!
ხუთშაბათი, 27 მარტი, 2025
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე, რუმინეთში, ეროვნული მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი - პოლიტექნიკა ბუქარესტი, პიტეშტის უნივერსიტეტის ცენტრში! პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატები შეძლებენ დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში რუმინეთში (2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში).
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის II, III, IV, V და VI სემესტრის სტუდენტებს;
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
- „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.
დაფინანსება მოიცავს:
- უფასო სწავლა;
- 800 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
- 309 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
- შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:
- პასპორტის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
- არსებობის შემთხვევაში ინგლისური ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი ან შესაბამის დონეზე ენის ცოდნის ოფიციალური წერილი უნივერსიტეტისგან);
- Learning Agreement (გაეცანით: გზამკვლევი ქართველი სტუდენტებისთვის);
- დეკანის სარეკომენდაციო წერილი.
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- კანდიდატის შერჩევა (მიმღები უნივერსიტეტი)
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისთვის
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
- 2025 წლის შემოდგომის სემესტრი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 4 აპრილის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: Pitesti University Center, Bachelor
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge; keso.mechurchlishvili@gau.edu.ge