გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის რუმინეთში, ტიმიშოარას დასავლეთის უნივერსიტეტში!
სამშაბათი, 04 თებერვალი, 2025
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამაზე რუმინეთში, ტიმიშოარას დასავლეთის უნივერსიტეტში!
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს.
 - აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.
 
დაფინანსება მოიცავს:
- დღიურად 140 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად.
 - 309 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
 
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
 - სამოტივაციო წერილი
 - ბიომეტრული პასპორტი;
 - მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.
 
შერჩევის კრიტერიუმები:
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).
 
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
- 5-9 მაისი
 - ხანგრძლივობა - 7 დღე.
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 10 თებერვლის, 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: ,, ტიმიშოარას დასავლეთის უნივერსიტეტი“ ადმინისტრაციული პერსონალი
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge, keso.mechurchlishvili@gau.edu.ge