გაცვლითი პროგრამის სტუდენტების ინტერვიუ - ლადო წივწივაძე
ოთხშაბათი, 16 დეკემბერი, 2020
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის სტუდენტი, ლადო წივწივაძე Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ერთი სემესტრის განმავლობაში იმყოფებოდა იტალიაში, ლაკვილას უნივერსიტეტში (University of L'Aquila).
1. მოგვიყევით როგორ გაიგეთ ჩვენი გაცვლითი პროგრამის შესახებ, რამ მოგხიბლათ (ადგილმა, უნივერსიტეტმა თუ სხვა ფაქტორებმა);
უნივერსიტეტში საინფორმაციო დაფაზე ვნახე განცხადება ერასმუსის გაცვლითი პროგრამის შესახებ. დავინტერესდი, დეტალური ინფორმაცია ადმინისტრაციაში გავიგე პროგრამის შესახებ და გადავწყვიტე დარეგისტრირება. საზღვარგარეთ, ევროპულ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით სწავლა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი შესაძლებლობაა და ამ ფაქტმა ძალიან მომხიბლა.
2. რა პროცესები გაიარეთ ამ პროგრამაში ჩართვისთვის და რამდენად მარტივი ან რთულია GAU-ს გაცვლითი პროგრამებით სარგებლობა ჩვენივე სტუდენტებისთვის?
პროგრამაში ჩართვისთვის საჭირო პროცესი მოიცავდა რამდენიმე ეტაპს. რეგისტაციის გავლა, გასაუბრება უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სამოვიტივაციო წერილი, საბუთების შეგროვება და ასე შემდეგ.
3. რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა, რისი მომტანია ეს გამოცდილება სტუდენტისთვის?
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, როცა გინდა რომ შენი კომფორტის ზონა გაზარდო. სწავლობ მარტო, დამოუკიდებლად ცხოვრებას, პრობლემების გადალახვას და ეს გეხმარება პიროვნულ ზრდაში.
4. რას ურჩევთ სტუდენტებს, ვინც გაცვლით პროგრამაში მონაწილეობაზე ფიქრობენ/უნდათ/აპირებენ?
გაცვლით პროგრამებში ჩართვის სურვილის მქონე სტუდენტებს ვურჩევ, რომ თუ აქამდე მსგავსი გამოცდილება არ ჰქონიათ უბრალოდ ადგნენ და აუცილებლად ისარგებლონ ერასმუს+ პროგრამით. ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველამ უნდა გამოსცადოს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის პროცესი.