Game Jam - ციფრული თამაშების შექმნის ჰაკათონს GAU-ში 6-7 მაისს ვუმასპინძლეთ.
ჰაკათონი სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით გაიმართა და მისი სტრატეგიული მიზანი საქართველოში ისეთი სივრცის შექმნაა, რომელიც კრეატიულობის გამოვლენას შეუწყობს ხელს და ინდუსტრიის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
ჰაკათონი მოიცავდა გლობალური გამოცდილების მქონე სპიკერების პანელურ დისკუსიას და საჯარო გამოსვლას:
ზურა აბელაშვილი, კომპიუტერული გრაფიკის უფროსი პროგრამისტი, Rockstar Games
ბესო კაჭარავა, დამფუძნებელი და ხმის დიზაინერი, POSTRED
ლუკა კვირიკაშვილი, დამფუძნებელი, Dasi Games
საბა დეკანოსიძე, თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, Digital Road Studio
ჰაკათონის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე ჩამოეყალიბებინათ გუნდები და ერთიანი ძალებით ემუშავათ სრულყოფილი ციფრული თუ არაციფრული თამაშის შესაქმნელად.
ღონისძიებას ერთი თემატიკის გარშემო მიმდინარეობდა - “2043” და ყველა თამაში სწორედ ამ თემის ირგვლივ შეიქმნა. მონაწილეებმა იმუშავეს გამოცდილ გეიმ დეველოპერებთან, გეიმ დიზაინერებთან და ხმის დიზაინერებთან ერთად.
ჰაკათონის ფარგლებში პირველი ადგილი GeoLab • ჯეოლაბის სტუდენტურმა გუნდმა მოიპოვა.