GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლა - კვლევითი პუბლიკაცია
პარასკევი, 18 დეკემბერი, 2020
ინტერკულტურული დიალოგის ფორუმის მიერ როზა ლუქსემბურგის ფონდის მხარდაჭერითა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლასთან თანამშრომლობით გამოიცა ახალი კვლევითი პუბლიკაცია: ჭიათურა და ტყიბული: კრიტიკული გააზრების მცდელობა.
კვლევითი პუბლიკაცია შედგება სამი ნარკვევისგან, რომელთა ავტორები არიან ქართულ-ამერიკული უნივერისტეტის პროფესორ-მასწავლებლები: ბაქარ ბერეკაშვილი უტა ბიწაძე და იულია ორეშნა. პუბლიკაციაში, ასევე, პოსტსკრიპტუმის სახით შესულია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის მაგისტრანტის ნიკო სუხიაშვილის მცირე რეფლექსია.
პუბლიკაცია მომზადდა ჭიათურასა და ტყიბულში სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციის შედეგად.
საველე კვლევა 2020 წლის ზაფხულში ჩატარდა და მიზნად ისახავდა ტყიბულისა და ჭიათურის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა გამოცდილების შესწავლას. მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდებოდა ქალაქის მკვიდრთა ცხოვრების ისტორიების მოსმენასა და დღევანდელი სოციალური განცდების შესწავლაზე. ასევე, კვლევის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენდა ქალაქის მეხსიერებისა და ახლანდელი ურბანული ლანდშაფტის, ქალაქის გარემოსა და კეთილდღეობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესწავლა და ანალიზი.
საველე კვლევა მოიცავდა 40-ზე მეტ ჩაღრმავებულ ინტერვიუსა და გასაუბრებას ორივე ქალაქის მაცხოვრებლებთან, ასევე დაკვირვებას ქალაქზე, მის სოციალურ კლიმატსა და ცხოვრების რიტმზე. შედეგად, მივიღეთ, კვლევითი პუბლიკაცია, როგორც მცდელობა ჩვენი პოსტსაბჭოთა ყოფიერების კრიტიკული გააზრებისა.
პუბლიკაციის ბეჭვდითი ვერსია ხელმისაწვდომია ქართულ-ამერიკულ უნივერისტეტში. ხოლო პუბლიკაციის ელექტრონული ვერსია კი ხელმისაწვდომია ბაქარ ბერეკაშვილის researchgate-iის პროფილზე.