სიახლეები და ღონისძიებები

GAU განაგრძობს თბილისის სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრას

GAU განაგრძობს თბილისის სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრას

ხუთშაბათი, 23 თებერვალი, 2017

აჩვენე კალენდარზე

GAU-ს ელჩები ამ ჯერად კერძო სკოლა GLC-ის უფროსკლასელებს ეწვივნენ. საუბარი, ტრადიციულად პროფესიულ ორიენტაციას ეხებოდა. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) მიგვაჩნია, რომ მოსწავლეები ინფორმირებული უნდა იყვნენ პროფესიული ორიენტაციის ფარგლებში არსებულ ყველა თემაზე, ამ გზით ისინი შეძლებენ სწორად დასახონ მიზნები და აირჩიონ პროფესია. ეს გახლავთ მთავარი მიზეზი, თუ რატომაც ეთმობა ჩვენი პეზენტაციები კარიერულ დაგეგმარებას და იმ პრიორიტეტების, მოსწავლეებთან ერთად, დასახვას, რომელიც მათ დაეხმარებათ არა მხოლოდ პროფესიის, არამედ უნივერსიტეტის არჩევაშიც. 

GLC-ის მოსწავლეების მაღალმა ჩართულობამ შეხვედრა კიდევ უფრო ინტერაქციული და საინტერესო გახადა. მოსწავლეების ყურადღება, ყველაზე მეტად, პროფესიის არჩევისას არსებულ სტერეოტიპეპზე საუბარმა მიიპყრო, მათ თამამად გამოთქვეს საკუთარი აზრი და პრობლემის გადაჭრის გზებზეც ისაუბრეს. 

წარმატებას ვუსურვებთ GLC-ელებს და მადლობას ვუხდით მათ ასეთი სასიამოვნო დახვედრისთვის.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა