15-16 დეკემბერს (2021) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიზნესის სკოლის, ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის, საქართველოს სტატისტიკური ასოციაციისა და ვ. ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა რიგით მე-6 სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით "შემთხვევითი პროცესებისა და მათემატიკური სტატისტიკის გამოყენებანი ფინანსურ ეკონომიკასა და სოციალურ მეცნიერებებში VI."
კონფერენცია უკავშირდებოდა შემდეგ საკითხებს:
- წარმოებული ფასიანი ქაღალდების თეორია, ფასგათვლა და ჰეჯირება;
- საინვესტიციო პორტფელების მართვა;
- ფინანსური რისკების ანალიზი;
- სადაზღვევო სქემები;
- სოციალური დახმარების სისტემის მეთოდიკების დამუშავება რეგრესიული ანალიზის მეშვეობით;
- სტატისტიკის ზოგიერთი პრობლემის გადაჭრა გამოყენებებით სოციალურ მეცნიერებებში და ფინანსურ ეკონომიკაში;
- მენეჯმენტისა და მარკეტინგის თანამედროვე ამოცანები;
კონფერენციის დასკვინითი ეტაპი, ტრადიციულად, იქნება მომხსენებლების მიერ წარმოდგენილი ნაშრომების გაერთიანება და სამეცნიერო ჟურნალის მორიგი ნაწილის გამოშვება.