სიახლეები და ღონისძიებები

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე GAU-ში

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე GAU-ში

ოთხშაბათი, 01 დეკემბერი, 2021

აჩვენე კალენდარზე

1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა!

აივ ინფექცია/შიდსი აღმოჩენის დღიდან მსოფლიოს უდიდეს პრობლემად ითვლება. დეკადიდან დეკადამდე იცვლება შეხედულებები, იხვეწება მკურნალობის ფორმები, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იღებს სიცოცხლისთვის საჭირო მკურნალობას. მაგრამ მიუხედავად მიღწეული შედეგისა, საზოგადოება ჯერ კიდევ სრულად არ ფლობს ინფორმაციას ინფექციის გავრცელების, გამოვლენისა და მკურნალობის ფორმების შესახებ.

 ჩვენ მიგვაჩნია, რომ სტუდენტების ინფორმირებას დიდი წვლილი შეაქვს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო მარათონში. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენს კამპუსში ვუმასპინძლეთ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის წარმომადგენლებს, რომლებმაც სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდეს GAUელებს აივ ინფექციასა და C ჰეპატიტზე, პრევენციის, გამოვლენის და მკურნალობის ფორმებზე. 

 მსურველებს კი, ტესტირება ჩაუტარდათ აივ ინფექციასა და C ჰეპატიტზე. 

GAU-ში გვჯერა, რომ შიდსი არ უდრის სიკვდილს.

#WeAreGAU #ჩვენვქმნითმომავალს

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა