ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) სტუდენტებს შორის ბილიარდის ჩემპიონატი ჩატარდა, რომელიც საინტერესო თამაშებითა და დაძაბული სპორტული კონკურენციით გამოირჩეოდა.
ჩემპიონატის მონაწილეებმა საკუთარი შესაძლებლობები და სათამაშო უნარები წარმოაჩინეს. დაძაბული შეხვედრებისა და გადამწყვეტი თამაშების შედეგად ჩემპიონის ტიტული სტუდენტებმა რატი ჯაჯანიძემ და საბა ხუროძემ მოიპოვეს.
GAU ულოცავს გამარჯვებულებს მიღწეულ წარმატებას და მადლობას უხდის ჩემპიონატის თითოეულ მონაწილეს აქტიურობისა და საინტერესო სპორტული ატმოსფეროს შექმნისთვის.
მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებას, ჯანსაღი კონკურენციის წახალისებასა და სტუდენტებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას.