სიახლეები და ღონისძიებები

GAU საზაფხულო ბანაკი "სახეთა თეატრი"

GAU საზაფხულო ბანაკი "სახეთა თეატრი"

შაბათი, 23 ივნისი, 2018

აჩვენე კალენდარზე

გახსოვთ საზაფხულო ბანაკი მისი უნიკალური „სახეთა თეატრის“ ტრენინგით, რომელსაც GAU სკოლის რჩეული მოსწავლეებისთვის აორგანიზებდა? შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა!

 17, 18, 19 და 21, 22, 23 ივნისი (2018), 6 დღის განმავლობაში, სკოლის 40 მოსწავლე და GAU-ს 7 სტუდენტი ცდილობდა საკუთარ თავში აღმოეჩინა და განევითარებინა ახალი რესურსები და უნარები, აემაღლებინა თვითშეფასება და სიმამაცე, სხვადასხვა რაკურსით შეეხედა მრავალი საინტერესო თემისთვის. ვისწავლეთ, რომ მთავარია, იცოდე საკუთარი გრძნობების აღმოჩენა, ამოცნობა და მოქმედება!

 ამასთან, ასეთი მეგობრული გარემო და მონაწილეები ჩვენ არსად გვინახავს! ვისწავლეთ, გავერთეთ, უამრავი ემოცია და დიდი გამოცდილება დაგვრჩა! GAU-ს თამაშებში გამარჯვებულ ხუთეულს და ყველა მონაწილეს საჩუქრები გადავეცით და GAUბენდიც მოვიწვიეთ ბანაკის დასასრულს! 

 უდიდეს მადლობას ვუხდით ყველა მსურველს და მონაწილეს: თითოეულ მოსწავლეს და სტუდენტს, ჩვენს ტრენერს - ალექსანდრ ჩერომუხინს, მის გუნდსა და საორგანიზაციო ჯგუფს!

 ადევნეთ თვალი ჩვენს გვერდს GAU-ს ინოვაციური პროექტის შესახებ მომდევნო სიახლეების გასაგებად!

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა