სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ს ბიზნესის სკოლას პროფესორი თამაზ უზუნაშვილი უხელმძღვანელებს

GAU-ს ბიზნესის სკოლას პროფესორი თამაზ უზუნაშვილი უხელმძღვანელებს

პარასკევი, 18 სექტემბერი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიზნესის სკოლას ახალი დეკანი, პროფესორი თამაზ უზუნაშვილი უხელმძღვანელებს.

თამაზ უზუნაშვილი წლების განმავლობაში ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანის პოზიციას იკავებდა და აქტიურად იყო ჩართული სკოლის აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო პროცესის განვითარებაში.

მისი უშუალო მონაწილეობით ბიზნესის სკოლაში დაინერგა მნიშვნელოვანი სასწავლო ინიციატივები, განვითარდა აკადემიური პროგრამები და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სწავლების ხარისხისა და აკადემიური სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით.

პროფესორ თამაზ უზუნაშვილის მრავალწლიანი გამოცდილება და ბიზნესის სკოლის განვითარებაში აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის სკოლის შემდგომი გაძლიერებისა და ახალი ინიციატივების განხორციელებისთვის.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი პროფესორ თამაზ უზუნაშვილს ულოცავს ბიზნესის სკოლის დეკანის პოზიციაზე დანიშვნას და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა