გვიხარა, რომ გვაქვს შესაძლებლობა მოგიწვიოთ GAU-ს კარიერის ცენტრის მიერ ორგანიზებულ კარიერის დღეებზე!
ჩვენი სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე შეირჩა ოთხი ყველაზე მოთხოვნადი თემატიკა, რომლებზედაც ძალიან საინტერესო მასტერკლასები ჩატარდება.
მასტერკლასების განრიგი:
- "შეცდომები მოსულა" - 12 აპრილი, 21:00 საათი
სპიკერი: პაატა ღაძაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი, რომელიც ასევე თიბისი ჯგუფის დამფუძნებელი წევრია. მას მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს ფინანსურ სექტორში, როგორც საბანკო ასევე, სადაზღვევო მიმართულებით. - "პიროვნული განვითარება და ემოციური ინტელექტი" - 13 აპრილი 21:00 საათი
სპიკერი: ნანა მიქაშავიძე, ტერა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, კომპანია Wizard-ის დამფუძნებელი დირექტორი და ქართულ ამერიკული-უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის კონცენტრაციის ხელმძღვანელია. მას ფინანსურ სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. - "რეზიუმეს სწორად აწყობა და გასაუბრების ტექნიკა" - 14 აპრილი 21:00 საათი
სპიკერი: ლელა გიორგობიანი, “პარტნიორები-საქართველოს”ტრენერ-კონსულტანტი და დამფუზნებელი პარტნიორი, ESM-თბილისის ბიჰევიორისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი, მაგისტრის ხარისხი ადამიანური რესურსების მართვაში. - "დასაქმების ბაზრის მიმოხილვა და ახალი პერსონალის კომპანიაში ინტეგრაცია" - 15 აპრილი 21:00 საათი
სპიკერები: თამარ მესხიძე - დასაქმების პლატფორმა ჰიროსა და ტრენინგ ცენტრი ერუდიოს ხელმძღვანელი
თამარ ბენდელიანი - აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია ლოიალტეს HR მენეჯერი.
3 წლიანი გამოცდილება HR მიმართულებით რითეილის, სამედიცინო და საკონსულტაციო კომპანიებში. ამჟამად უწევს HR მომსახურებას კომპანიებს ბიზნესის ზრდისა და განვითარებისათვის.
მასტერკლასებზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ GAU-ს სტუდენტებისთვის. შეხვედრებზე დასასწრებ ლინკებს მიიღებთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
#WeAreGAU #ჩვენვქმნითმომავალს #GAUმომავლისთვის