ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე“ ეს არის გზა, რომელიც ჯერ კიდევ ბოლომდე გვაქვს გასავლელი ამიტომ ვშრომობთ იმისთვის რომ სტუდენტებისთვის, რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა შევქმნათ, რათა თქვენ გაუმრავალფეროვადნეთ და გაბედულად შექმნათ ის დღის წესრიგი, რომელიც თავისუფლებას, წარმატებასა და კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს ქვეყანას.
პრაგმატიზმი, თავისუფლება და მრავალფეროვნება ეს ის ღირებულებებია, რომელზეც დგას ევროპული გაერთიანება. მისკენ სწრაფვა კი, ჩვენი გააზრებული, პრაგმატული და კანონზომიერი არჩევანია.
სწორედ ამ ღირებულებების გარშემო გავაერთიანეთ GAU-ს, კავკასიის უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვებსტერის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც ორი პროექტის - ბრიუსელის სასწავლო ვიზიტისა და პარიზის გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფებოდნენ ბელგიასა და საფრანგეთში. 26 ივნისს GAU-ს პრეზიდენტმა და საერთაშორისო პროექტებისა და განვითარების კონსულტანტმა პროექტების მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა.
მიღე ჩვენს საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა და გაუგლობალიზდი ანუ შენი ცოდნა, უნარები, ხედვები, და კავშირები გლობალური გახადე.