GAU-ს მედიცინის სკოლამ ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ხუთშაბათი, 28 სექტემბერი, 2023
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.
ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან კოლაბორაციით, აკადემიური პერსონალის გადამზადებისა და განვითარების მიზნით საგრანტო პროექტი GIOSTE (Introduction of OSTE stations in Georgian HEIs) წარადგინა.
პროექტი შეიქმნა და დაიგეგმა თსსუ-სა და GAU-ს უშუალო კოორდინირებით და მისი მიზანია საქართველოში აკადემიური პერსონალის გადამზადება და განვითარება. გამარჯვებული პროექტი მოიცავს:
- საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების და აკადემიური პერსონალის ჩართულობით სამუშაო შეხვედრების ჩატარებას
- საპილოტე OSTE-ს დანერგვას
- გაიდლაინების და სასწავლო მასალების შემუშავებასა და გავრცელებას საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში.
პროგრამას ახორციელებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მსოფლიო ბანკი.