15 მაისს, (2022) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გაიმართა რიგით VII სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის სტუდენტები, რომლებმაც კონფერენციაზე წარმოადგინეს თავიანთი მოხსენებები და პრეზენტაციები. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის ლექტორები და მიმართულების ხელმძღვანელები. დასკვნითი ნაწილი მიეძღვნა კონფერენციის შეჯამებასა და სტუდენტების დაჯილდოვებას სერტიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით.