23-24 ოქტომბერს (2021) გაიმართა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ყოველწლიური პროფესორ-მასწავლებელთა რიგით მე-6 სამეცნიერო კონფერენცია „ენა და კულტურა“.
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები მოიცავდა ენათმეცნიერების, ლიტერატურის, მწერლის ენისა და სტილის, ლიტერატურის თეორიისა და სხვათა საკითხებს, აგრეთვე ─ ქართულ კულტურასთან დაკავშირებულ არაერთ სფეროს.
კონფერენციის დასკვინითი ეტაპი, ტრადიციულად, იქნება მომხსენებლების მიერ წარმოდგენილი ნაშრომების გაერთიანება და სამეცნიერო ჟურნალის მორიგი ნაწილის გამოშვება.