EBSCO ეს არის კვლევითი მონაცემთა ბაზების, ელექტრონული ჟურნალების, ელექტრონული წიგნების, აკადემიური ბიბლიოთეკების საძიებო სისტემების, საბიბლიოთეკო ტექნოლოგიებისა და კლინიკური გადაწყვეტების მთავარი მიმწოდებელი მსოფლიო ბაზარზე სასწავლო დაწესებულებებისთვის, ბიბლიოთეკებისთვის, კვლევითი ინსტიტუტებისთვის, კოლეჯებისთვის, საავადმყოფოებისთვის, კორპორაციებისთვის.
28 ნოემბერის (2023) შეხვედრა განკუთვნილი იყო უმაღლესი და პორფესიული სასწავლებლებისათვის და შედგებოდა ორი ნაწილისაგან;
პირველ ნაწილზე განხილული იყო შემდეგი სახკითხები:
- ISM_ის სერვისები;
- EBSCO-ISM სამუშაო ანგარიში;
- EBSCO ელექტრონული სამეცნიერო ბაზები და მათი პრაქტიკული გამოყენება;
- განახლებული შეთავაზებები;
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო:
- უნივერსიტეტების მხრიდან საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას;
- EBSCO_ს ელექტრონული ბაზების მაღალი გამოყენების სტატისტიკის მქონე უნივერსიტეტების დაჯილდოვებას;
შეხვედრას ესწრებოდა „ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის“ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ნატალია ასანიშვილი. მას გადაეცა ტრენინგზე დასწრების სერტიფიკატი, „ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი“, როგორც ერთ-ერთი პირველი და EBSCO-ს ბაზების მოწინავე მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს ერთთვიან უფასო წვდომას სასურველ სამეცნიერო ბაზიდან ერთ-ერთზე..