სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ში English Club დაარსდა

GAU-ში English Club დაარსდა

პარასკევი, 04 მაისი, 2018

აჩვენე კალენდარზე

4 მაისს (2018), ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში English Club დაარსდა. English Club გახლავთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის დეკანის ქალბატონ რუსუდან ციციშვილის,სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და GAU-ს ადმინისტრაციის ერთობლივი პროექტი.

კლუბის პრეზენტაციაზე დამაარსებლებმა ისაუბრეს English Club-ის შინაარსზე, სტრუქტურასა და გეგმებზე. სტუდენტებმა ყურადღება გაამახვილეს კლუბის უნიკალურობაზე. მათ აღნიშნეს, რომ English Club იქნება ადგილი, სადაც სტუდენტები შეძლებენ ენობრივ და პიროვნულ განვითარებას. მიმოიხილეს კლუბის სამომავლო გეგმები და, რაც ყველაზე მთავარია, ისაუბრეს ინგლისური ენის მნიშვნელობაზე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

English Club-ის ორგანიზატორებმა ასევე ისაუბრეს კლუბში გაწევრიანების წესებსა და პირობებზე. აღნიშნეს, რომ English Club-ის წევრობა შეუძლია ქართულ-ამრიკული უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს. წევრობის ელექტრონული განაცხადის შევსებისას კანდიდატმა უნდა აირჩიოს მსმენელის ან აქტორის სტატუსი. აქტორის სტატუსის არჩევის შემთხვევაში, კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.

რეგსიტრაციის ბოლო ვადა გახლავთ 20 მაისი.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე - https://goo.gl/txLEVK

გისურვებთ წარმატებას!

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა